იდსფ
ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფედერაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია იდსფ იმ ორგანიზაციათა და პირთა გაერთიანებაა, რომელებიც მუშაობენ ან დაინტერესებულნი არიან სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებისა და ანალიზის პროცესებში, სამეცნიერო და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში. იდსფ ახორციელებს საქმიანობას კომისიების მეშვეობით. მეცნიერებათმზომელობის კომისია მუშაობს საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს:
დასახული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია :
- აწყობს საიენტომეტრული, სოციოლოგიური, შედარებით-ანალიზური და სხვა ხელმისაწვდომი მეთოდებით საქართველოში კვლევისა და ინოვაციის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს;
- შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან (აკადემიურ წრეებთან, სტუდენტებთან, ფართო საზოგადოებასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან) კომუნიკაციების ფორმატებს (ლექციები, სემინარები, კონფერენციები, სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში, გამოსვლები ელექტრონულ მედიაში);
- თანამშრომლობს დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან, აგრეთვე, კვლევით, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ორგანიზაციის წევრები
ორგანიზაციის ინდივიდუალური ან კოლექტიური წევრები შეიძლება გახდნენ როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეცნიერ-მასწავლებლები და მკვლევარები, ასევე განათლებისა და კვლევის სფეროში მოღვაწე იურიდიული პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს.
მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი 0179, კოსტავას ქ. 47, VI სართული